მთავარიევროპაუკრაინაფრონტის ხაზი პოკროვსკის ფლანგზე

ფრონტის ხაზი პოკროვსკის ფლანგზე

ევრონიუსის რეპორტაჟი ფრონტის ხაზიდან

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის ფრონტზე მოქმედი ერთ-ერთი საარტილერიო ქვედანაყოფის  ჯარისკაცები უსასტიკეს ომში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეტაკებებში არიან ჩართულნი. ევრონიუსის გადამღები ჯგუფის ჩასვლიდან მალევე დანაყოფმა ცეცხლის გახსნის ბრძანება მიიღო.

რუსი სამხედროები პოკროვსკთან გამაგრებული პოზიციიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით არიან და პოკროვსკის გარეუბნებს უახლოვდებიან. ეს ბოლო მთავარი ქალაქია ცენტრალური უკრაინისკენ მიმავალ გზაზე.

„ისინი შეუჩერებლად ცდილობენ, გაარღვიონ ფრონტის ხაზი. ხან ინტენსიურად,  ხან შედარებით იშვიათად, თუმცა  ამის სურვილი მუდამ აქვთ.  აქ ახლა აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს. ყველაზე მეტად ჭურვები გვჭირდება, რადგან უამრავი სამიზნეა. ჭურვები კი პრობლემაა“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო. ის დასძენს, რომ  ომის დასრულებას ტერიტორიის დათმობის ხარჯზე მხარს არ უჭერს.

ამ ომში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება პოკროვსკისთვის ბრძოლას. უკრაინელი სამხედროები ფიქრობენ, რომ თუ რუსეთის ჯარი დაიკავებს, ან გვერდს აუვლის პოკროვსკს, ისინი  უფრო მეტად წაიწევენ წინ ქვეყნის ტერიტორიაზე და უკრაინულ ძალებს აიძულებენ, უკან დაიხიონ.

უკრაინელი მეთაურების აზრით, რუსი სამხედროების იერიშების შესამცირებლად ერთადერთი გზა მათთვის რაც შეიძლება მეტი ზარალის მიყენებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend