5 თებერვალს „გაყიდვების ასოციაცია“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას- ბიზნეს გამოფენას, სახელწოდებით „ადამიანები ბიზნესის უკან“ მართავს, რომელშიც მონაწილეობას 55-მდე კომპანია მიიღებს, მათ შორის სამშენებლო-დეველოპერული, საფინანსო, ტექნოლოგიების, სარეკლამო, აგრარული, საინჟინრო და სხვა სფეროებიდან.
გამოფენას 3000-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში ჩართული პირები, გაიზიარონ მათი გამოცდილება და, ამავე დროს, საფუძველი ჩაუყარონ სამომავლო თანამშრომლობას.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „გაყიდვების ასოციაციის“ პრეზიდენტმა დავით ჩიკვაიძემ და კომპანია „ედვაიზის“ დამფუძნებელმა ბექა ბუბუტეიშვილმა ისაუბრეს.