მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

უკვე დადგა თებერვალი,  დღესასწაულების შემდგომი პერიოდი. იზრდება დღეც, რაც  ჩვენს გაწყობაზეც მოქმედებს.

ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება იტალიაში, სადაც ვიარეჯოს ქუჩები გაივსო პაპიე-მაშეს თოჯინებით. რომის კედლები კი ფერადი ნახატებითა და ფოტოებით არის დამშვენებული.

კინომოყვარულთათვის, ერთი მხრივ, ქაოსური, მეორე მხრივ კი, საოცარი პერიოდი იწყება. მათ წინ ელოდებათ დაჯილდოების ღონისძიებები, ფესტივალები.  ჩვენ გთავაზობთ  2025 წლის ფილმების სიას. ეს კარგი საშუალებაა ასარჩევად.  ასევე  თვალი ადევნეთ დეტალურ ინფორმაციას,  თუ რას შეიძლება ველოდოთ ბერლინალესა და ოსკარის დაჯილდოებაზე.

მათ კი, ვისაც მოსწონს  უცნაური და არაჩვეულებრივი ნივთების თვალიერება, სტოკჰოლმის დიზაინერთა კვირეული სიახლეს სთავაზობს.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ბევრი რამ, ხავსით შთაგონებული ავეჯიდან დაწყებული ასპირინის აბების შეფუთვის ფორმის მქონე უცნაური ბალიშებით დამთავრებული.

გამოფენები

პირველი თებერვლიდან 9 ივნისის ჩათვლით რომის ფრანგულ აკადემიაში იტალიელი ხელოვანის მაურიციო კატელანის ფერადი ფოტოების გამოფენა დაიწყო.  ენერგიული, იუმორისტული და ზოგჯერ სიურრეალისტური კოლექცია ფერების ნამდვილი ზეიმია, რათა აამაღლოს ჩვენი განწყობა და ხასიათი. თუ ვერ შეძლებთ დასწრებას, არ იდარდოთ, მარტში ამ ნამუშევრების შესახებ წიგნი გამოვა.

დიდ ბრიტანეთში, ჰოლბორნის მუზეუმში, დამთვალიერებლებს ნამდვილი სიამოვნება ელით. გამოფენაზე წარმოდგენილია მეოცე საუკუნის გამოჩენილი ხელოვანების, მათ შორის  ფრენსის ბეკონის,  ენდი უორჰოლის, პიტერ ბლეიკისა და დევიდ ჰოკნის პორტრეტები. ბევრი მათგანი ომის შემდგომ წლებშია შესრულებული და იშვიათად გამოტანილა გამოფენებზე. ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც კერძო კოლექციებიდან,  ისე ცნობილი მუზეუმებიდან. გამოფენა 24 იანვარს დაიწყო და 5 მაისამდე გასტანს.

ღონისძიებები

ვიარეჯოს კარნავალი, 21 თებერვალი, 1960 წელი Jim Pringle/AP

იტალიაში, ტოსკანაში, ვიარეჯოს კარნავალი გაიმართება.  ტრადიცია 1873 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ბურჟუაზიის წარმომადგენლებმა მუსიკის ფონზე ყვავილებით მორთული ეტლების აღლუმი მოაწყვეს.  მას შემდეგ ის ყველასთვის საყვარელ  ღონისძიებად იქცა. ახლა დღესასწაულზე გამოაქვთ დიდი ზომის პაპიე-მაშეს სათამაშოები, რომლებიც თითქოს ჰაერში დაცურავენ. ეს, მართლაც, განსაცვიფრებელი სანახაობაა,  ფერთა და ქაოსის ძალიან მჭიდრო ნაზავია ზამთრის გრძელი თვეების შემდგომ. კარნავალი 8 თებერვლიდან 4 მარტამდე  კვირის უქმე დღეებში გაიმართება.

ფილმები

ფილმები, რომლების წელს „ოსკარს” გამოტოვებს Copyright AP Photo, StudioCanal, Condor Distribution

შეუძლებელია, რომ დაჯილდოების ცერემონიით ყველა კმაყოფილი იყოს. წელსაც გამოიწვია ოსკარის ნომინაციებმა აზრთა სხვადასხვაობა. ევრონიუსმა შეადგინა იმ ფილმების სია, რომელზეც ღირს ყურადღების შეჩერება.

„კომპანიონი“

.

ვალენტინობის დღისთვის გთავაზობთ რომანს ბიჭსა და მისი სექსრობოტი შეყვარებულის შესახებ. ჯოში (ჯეკ კუეიდი) ქალაქგარეთ, კოტეჯში, მეგობრებსა და შეყვარებულ აირისთან (სოფი ტეტჩერი) ერთად მიდის. მალევე ირკვევა, რომ მისი კომპანიონი რეალურად ბოტია. თუ სამეცნიერო ფანტასტიკურმა ფილმებმა რამე გვასწავლეს, ის არის, რომ რობოტი ანდროიდები არა მხოლოდ ელექტროცხვრებზე ხედავენ სიზმრებს, არამედ საზარელ განადგურებაზეც. ახალი და სახალისო ჟანრი, რომელიც ასახავს თანამედროვე ურთიერთობებსა და ხელოვნური ინტელექტის აღზევებას, კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ ამ ტექნოლოგიასა და მის შესაძლებლობებზე.

Apple Cider Vinegar

.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ მხოლოდ რამდენიმე ამბავს თუ შეუძლია, ასე ჩაითრიოს და თან განარისხოს ადამიანები. მსგავსი რამ მოხდა  ავსტრალიელი ინფლუენსერის ბელ გიბსონის შემთხვევაში. იგი ამტკიცებდა, რომ თავის ტვინის სიმსივნე დიეტისა და ალტერნატიული მედიცინის საშუალებით დაამარცხა. თუმცა ეს ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ამ სიცრუემ ხელი შეუწყო ფსევდომეცნიერების გავრცელებას  ონლაინსივრცეებში. გიბსონი 2017 წელს გაასამართლეს და ადამიანების შეცდომაში შეყვანის გამო 410 000 დოლარით დააჯარიმეს. „ნეტფლიქსის” ახალი შოუ სწორედ ამ ამბებსა და მის მიზეზებზე მოგვითხრობს.  ახალი გადაცემის ნახვა ნეტფლიქსზე 6 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი.

მუსიკა

.

2009 წლის სადებიუტო ალბომის Because I Was in Love გამოშვების შემდეგ ამერიკელი მუსიკოსი შერონ ვან ეტენი ცნობილი გახდა ემოციური სიმღერების წერის სტილით. მას შემდეგ, რაც  სოლოალბომი We’ve Been Going About This All Wrong გამოსცა,  მან თავის დამხმარე ჯგუფთან ერთად დაიწყო მუშაობა  ერთობლივ  ალბომზე.  მისი მთავარი სინგლი Afterlife  გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა. სიმღერაში იდუმალი ტონი და იმედი იგრძნობა. ახალ ალბომს მსმენელი 7 თებერვლიდან ელოდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend