კატეგორიები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პანამის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პანამის პრეზიდენტს შეხვდა
კვირას, 2 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პანამაში პანამის პრეზიდენტს, ხოსე რაულ მულინოს შეხვდა.

განხილვის მთავარი თემა იყო პანამის არხი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის თქმით, ჩინეთი მართავს.

მარკო რუბიო განმარტავს, რომ ჰონგკონგში დაფუძნებული კომპანია, რომელიც არხის შესასვლელთან ოპერირებს, ვაშინგტონისთვის საფრთხეა და ამერიკასა და პანამას შორის შეთანხმების აშკარა დარღვევაა.

მანამდე დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ შეთანხმების დარღვევას საპასუხოდ შესაძლოა “ბევრი ცუდი” რამ მოჰყვეს ან ვაშინგტონმა პანამის არხი დაიბრუნოს.

პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათთვის ვაშინგტონთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და მზად არიან გადახედონ ჩინეთთან აბრეშუმის გზის პროექტზე მუშაობის გაგრძელების საკითხს, თუმცა პანამის არხის შეერთებული შტატებისთვის გადაცემის შესახებ დისკუსიას არ აპირებენ.

დაკავშირებული ამბები
კატარი ირანის იერიშზე პასუხით იმუქრება, ანკარა - თეირანსა და ვაშინგტონს შორის შუამავლობას განაგრძობს დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას
სხვა ამბები