პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში გუანტანამოს ყურეში განთავსებულ ამერიკულ საზღვაო ბაზაზე გაფართოვდება მიგრანტთა დაკავების ცენტრი.
ეს ბაზა ისტორიულად შეერთებული შტატების მიერ ტერორიზმზე გამოცხადებული ომის შედეგად დაკავებულებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა ახლა იქ ის ჰიაიტელი და კუბელი მიგრანტებიც არიან, რომლებიც ზღვაში აიყვანეს. ბოლო ინფორმაციით, გუანტანამოში დამატებით 30 000 მიგრანტის მიღებას გეგმავენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვით, პენტაგონსა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დაევალება გააფართოოს მიგრანტთა დაკავების დაწესებულება აშშ-ს საზღვაო ბაზაზე, გუანტანამოს ყურეში.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, გუანტანამოში აქვთ 30,000 ადგილი იმ უკანონოდ შემოსული მიგრანტების განსათავსებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელ ხალხს.
ზოგიერთი მათგანი იმდენად საშიშია, რომ სხვა ქვეყნებს არ ენდობიან. შესაძლოა, ისინი ისევ უკან, აშშ-ში, დაბრუნდნენ. ამიტომ ტრამპის გადაწყვეტილებით, მიგრანტებს გუანტანამოშო გააგზავნიან.
ეს ბაზა ისტორიულად შეერთებული შტატების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის დროს დაკავებულებისთვის გამოიყენებოდა. იქ ახლა ზღვაში აყვანილი ჰაიტელები და კუბელებიც არიან.
გუანტანამოს აფართოებენ, შესაბამისად, აქ ახლა 30 000-ამდე მიგრანტისთვის გაჩნდება ადგილი. ამით დასტურდება, რომ ტრამპს სურს პენტაგონის როლის გაძლიერება არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ ლეიკენ რაილის აქტს, რომელიც ძალაში ოთხშაბათს შევიდა. ეს მისი ადმინისტრაციის პირველი კანონპროექტი იყო.
ახალი განკარგულების მიხედვით, იმ ადამიანებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკანონოდ იმყოფებიან და ჩაიდენენ დანაშაულს, დააკავებენ. ისინი, შესაძლოა, ქვეყნიდან ბრალდების წაყენებამდეც კი გააძევონ.