კატეგორიები

ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა

ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა
შვედეთის პროკურატურამ შესაძლო დივერსიაზე მას შემდეგ დაიწყო გამოძიება, რაც კვირას, 26 იანვარს, ბალტიის ზღვაში კიდევ ერთი წყალქვეშა კაბელი დაზიანდა.

პროკურატურამ, აგრეთვე, გამოსცა ბრძანება, დააკავონ გემი, რომელიც ეჭვმიტანილია ლატვიისა და შვედეთის კუნძულ გოტლანდის დამაკავშირებელი ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაში.

შვედეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ისინი აკვირდებიან გემს, რომელიც, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მალტის დროშის ქვეშ დაცურავს.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, გემმა რამდენიმე დღის წინ რუსეთის ერთ-ერთი პორტი დატოვა.


ლატვიის სახელმწიფო რადიო და ტელევიზიის ცენტრმა განაცხადა, რომ მათ შეამჩნიეს ხარვეზები მონაცემთა გადაცემისას და დაასკვნეს, რომ კაბელი დაზიანებული იყო.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ კაბელი გარე ზემოქმედების შედეგად დაზიანდა. ვფიქრობთ, რომ დაზიანება სერიოზულია, რადგან პროცესში საზღვაო ძალებიც ჩაერთნენ. ექსპერტები მუშაობენ და ვარაუდობენ, რომ ასეთი დაზიანება გარე ზემოქმედების შედეგია“, – ამბობს ევიკა სილინა, ლატვიის პრემიერ-მინისტრი.

კაბელის დაზიანების შემთხვევა 18 ნოემბერსაც იყო. მაშინ ეჭვმიტანილი ჩინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი იყო.

იანვრის დასაწყისში ნატომ დაიწყო მისია, რომელიც ბალტიის ზღვის გაძლიერებულ მეთვალყურეობას ითვალისწინებს. განვითარებულმა მოვლენებმა რუსული დივერსიისა და ჯაშუშობის მიმართ შიში გააძლიერა.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები