მთავარიკულტურაცნობილია 2025 წლის ოსკარის ნომინანტები

ცნობილია 2025 წლის ოსკარის ნომინანტები

2025 წლის ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების  97-ე ოსკარის ნომინანტები ცნობილია. ნომინაციები 23 იანვარს ლოს-ანჯელესში მსახიობებმა ბოუენ იანგმა და რეიჩელ სენნოტმა გამოაცხადეს.

2025 წლის ოსკარზე ყველაზე ბევრჯერ ფილმები „ემილია პერესი“, „ბრუტალისტი“ და „ალქაჯი” არიან ნომინირებული. „ემილია პერესი“ ამერიკის კინოაკადემიის პრიზზე 13 კატეგორიაშია ნომინირებული. ხოლო ბრუტალისტი და “ალქაჯი” 10-10 კატეგორიაში.

ფრანგი რეჟისორის ჟაკ ოდიარის მიუზიკლმა „ემილია პერესმა“ საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, მიუხედავად იმისა რომ თავდაპირველად მან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ემილია პერესი – PATHE FILMS

ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს სელენა გომეზს ესპანური დიალოგების გამო აკრიტიკებდნენ. ხოლო თავად ფილმი ტრანსგენდერი თემის არასწორად წარმოჩენისთვის გააკრიტიკეს. ამ ყველაფრის მიუხედავად მიუზიკლმა ნომინაცია ყველაზე მეტ კატეგორიაში დაიმსახურა.

ამერიკელი რეჟისორის ბრეიდი კორბეტის ფილმი ბრუტალისტი, რომელიც 10 კატეგორიაშია დასახელებული, უნგრელი დევნილების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩადიან. ფილმში მთავარ როლებს ედრიენ ბროუდი და ფელისიტი ჯოუნსი ასრულებენ.

კიდევ ერთმა მიუზიკლმა “ალქაჯმა” კი როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. წარმატება კი ახლა ოსკარის 10 ნომინაციაში გადაიზარდა. რეჟისორ ჯონ ემ. ჩუს მიუზიკლი საუკეთესო ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. ასევე, ნომინირებული არიან ფილმის მთავარი მსახიობები სინთია ერივო და არიანა გრანდე.

1968 წლის შემდეგ, ოსკარზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორი მიუზიკლი, პირველადაა წარდგენილი.

ოსკარის 97-ე დაჯილდოებაზე წარდგენილი არიან ისეთი მსახიობებიც, რომლებისთვისაც ეს კარიერის პირველი ნომინაციაა. ჯამში 13 ასეთი მსახიობია და მათ შორის არიან კირან კალკინი, დემი მური, ისაბელა როსელინი, ზოი სალდანა და სხვები.

ამერიკის კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია 3 მარტს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend