კატეგორიები

მოსამართლემ დაბლოკა დონალდ ტრამპის ბრძანება

მოსამართლემ დაბლოკა დონალდ ტრამპის ბრძანება
ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ, დროებით დაბლოკა.

ეს ერთ-ერთია იმ ბრძანებებიდან, რომლებსაც ტრამპმა ინაუგურაციის დღეს მოაწერა ხელი.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, შტატებში დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც მოქალაქეობის არმქონე მშობლები ჰყავთ, ვაშინგტონის იურისდიქცია არ ეხებათ.

მოსამართლე ჯონ კუგენური ამბობს, რომ განკარგულება იყო არაკონსტიტუციური. ამის გამო მას 14 დღით დაბლოკავს. გადაწყვეტილება მოსამართლემ პირველივე მოსმენის შემდეგ მიიღო.

მოსამართლე ჯონ კუგენური  – Lindsey Wasson/Copyright 2025 The AP. All rights reserved.

„ეს ძალიან მარტივია. ყველაფერი განსაზღვრული იყო შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, კონგრესისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის მიერ, რომლებიც შეთანხმდნენ. სწორედ ამიტომ არ გამკვირვებია, როდესაც მოსამართლე კუგენურმა ეს ბრძანება და პრეზიდენტის ნაბიჯი აბსურდად ჩათვალა“, – ამბობს ნიკ ბრაუნი, ვაშინგტონის გენერალური პროკურორი.

იურისტების თქმით, დონალდ ტრამპს ამ ბრძანების მიღება უკანონო მიგრაცის შესაკავებლად სურს, თუმცა რეალურად ამ გადაწყვეტილებას, მათი აზრით, მიგრაციაზე მინიმალური გავლენა ექნება.

„შეერთებულ შტატებში თავისუფლებაა, უდიდესი ეკონომიკური შესაძლებლობებია და ეს ემიგრანტებისთვის მთელი მსოფლიოდან მიმზიდველი ფაქტორია. მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთ შვილებს უკეთესი ცხოვრება ექნებათ აშშ-ში, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა ისინი მოქალაქეები. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ მოქალაქეობის გაუქმება ემიგრანტებისთვის გადამწყვეტი იქნება“, – ამბობს ჯულია გელატი, მიგრაციის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი.

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

„ცხადია, ჩვენ გავასაჩივრებთ. მათ ეს წარუდგინეს ერთ-ერთ მოსამართლეს სიეტლში, არა? ამ მოსამართლისგან გასაკვირი არაფერია“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

თუ ეს ბრძანება საკონსტიტუციო ცვლილებად ჩაითვლება, მაშინ პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება.

შეერთებულ შტატებში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა ჯერ შტატების სამი-მეოთხედის, შემდეგ კი კონგრესისა და სენატის ორი-მესამედის თანხმობა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები