კატეგორიები

ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით ხანძრის ახალი კერის ჩაქრობას ცდილობენ

ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით ხანძრის ახალი კერის ჩაქრობას ცდილობენ
ლოს-ანჯელესის რეგიონში ხანძრის ახალი კერაა. ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტშიც, რომელიც კამარილიოს კუნძულზე მდებარეობს.

ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა აშშ-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით.  შექმნილი მდგომარეობის გამო ხელისუფლებამ 31 000-ზე მეტი ადამიანის სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება გასცა, 23 000-მა კი გაფრთხილება მიიღო.

როგორც საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ხანძარს აკონტროლებენ, რის შედეგადაც  დაზიანებას ბევრი საცხოვრებელი სახლი გადაურჩა.

ამ დროისთვის ლოკალიზებულია იტონის ხანძრის 91%-ი და პალისეიდსის ხანძრის 68%.

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ხანძარი 7 იანვარს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურებულია ათასობით შენობა-ნაგებობა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის მტკიცებით, ირანი აშშ-ს „შეთანხმების დადებას ევედრება“ დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას
სხვა ამბები