მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპმა საუდის არაბეთსა და “ოპეკს” ნავთობის ფასის შემცირება სთხოვა

დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთსა და “ოპეკს” ნავთობის ფასის შემცირება სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით წარდგა.

თავის სიტყვაში მან პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ და აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს. ომის სწრაფად დასასრულებლად კი დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთსა და “ოპეკის” ქვეყნებს ნავთობის ფასის შემცირება სთხოვა. მისი აზრით, ფასის შემცირება ომის მომენტალურ დასრულებას გამოიწვევს.

„დღეს გაზეთებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი აშშ-ში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. თუმცა მე ვთხოვ პრინცს, რომელიც ფანტასტიკური ბიჭია, ეს რიცხვი ერთ ტრილიონამდე დაამრგვალოს. ვფიქრობ, ისინი ამას დასთანხმდებიან. რადგან ჩვენ მათ კარგად ვექცეოდით. მე, აგრეთვე, ვთხოვ საუდის არაბეთსა და „ოპეკს“, შეამცირონ ნავთობის ფასი. თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. სიმართლე უნდა ვთქვა, მიკვირს, არჩევნებამდე რომ არ გააკეთეთ. ამით თქვენ დიდი სიყვარული არ გამოგივლენიათ და ამის გამო გაკვირვებული ვარ. ფასები რომ შემცირებულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დასრულდებოდა. ახლა ფასი იმდენად მაღალია, რომ ომი გრძელდება. თქვენ უნდა შეამციროთ ფასი, თქვენ ამ ომს დაასრულებთ“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა ისაუბრა ნატოს შესახებაც და აღნიშნა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველა ქვეყანას თავდაცვის ხარჯების გაზრდა მოუწევს.

“საზღვარგარეთ ძლიერების, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაბრუნებლად, ნატოს ყველა ქვეყანას თავდაცვის ხარჯების მშპს-ის 5%-მდე გაზრდას მოვთხოვ, რაც წლების წინ უნდა მომხდარიყო. ახლა 2%-ია და ქვეყნების უმრავლესობა ამას არ იხდიდა, სანამ მე არ მოვედი. როცა დაჟინებით მოვითხოვე, მათ ეს გააკეთეს. აშშ ნამდვილად იხდიდა ბევრად მეტს. ეს უსამართლობა იყო“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა განცხადება ხუთშაბათს, 23 იანვარს გააკეთა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend