აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში აღნიშნა, რომ „მშვიდობას ძალის მეშვეობით“ მიაღწევს.
ტრამპის თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძალიან მალე შეხვდება. მისი აზრით, მოლაპარაკებებზე უარის თქმით პუტინი რუსეთს ანადგურებს.
სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, თუ როგორ აპირებს მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას.
„ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ ბრძოლებით, რომლებიც მოვიგეთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ და ალბათ, არასდროს მივიღებთ მონაწილეობას. ამას ჰქვია მშვიდობა ძალის მეშვეობით. ჩვენ არ მოგვიწევს ომში ბრძოლა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე აღნიშნა, რომ პოლიტიკა „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკის ხელმძღვანელობა გაძლიერდეს და მიაღწიოს ხანგრძლივ, სამართლიან მშვიდობას.
The inauguration of the new President of the United States, Donald Trump @POTUS. He is a man of strength. I wish President Trump and all of America success.
Ukrainians are ready to work together with Americans to achieve peace—a true peace. This is a chance that must be seized. pic.twitter.com/YMk1qvUR5U
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 20, 2025
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დიდხანს არ გაგრძელდება.
დონალდ ტრამპმა, აგრეთვე, გამოსცა ბრძანება, რომლითაც გააუქმა სანქციები იმ ისრაელელ ჯგუფებზე, რომლებსაც პალესტინელებზე ძალადობაში ედებოდათ ბრალი.