საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების ნაწილს გზის გადაკეტვის საბაბით, 5 000 ლარით აჯარიმებენ. მათ ურეკავენ და ეუბნებიან, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაა დანიშნული.
ამ სხდომებზე კი მოსამართლეები მათი დაჯარიმების გადაწყვეტილებებს იღებენ.
როგორია სამართლებრივი პროცედურები ასეთ დროს და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა, თუკი მათ ტელეფონზე სასამართლოდან ზარი გაისმება – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვერიკო ჯგერენაია საუბრობს ევრონიუს ჯორჯიას ეთერში.