ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის განცხადებით, გასულ თვეებთან შედარებით იანვარში განსაკუთრებით გაიზარდა მათ ორგანიზაციაში შესული ისეთი საჩივრები, რომლებიც ბუნებრივი გაზის გაზრდილ გადასახადებს ეხება.
მომხმარებლებს გაუჩნდათ კითხვა იმასთან დაკავშირებით, გაიზარდა თუ არა ბუნებრივი გაზის საფასური. ორგანიზაციამ საჩივრები შეისწავლა და რიგი დარღვევები აღმოაჩინა. ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა ისაუბრა.
