მთავარიამერიკააშშაშშ კლიმატის შესახებ პარიზის საერთაშორისო შეთანხმებას ტოვებს

აშშ კლიმატის შესახებ პარიზის საერთაშორისო შეთანხმებას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, რომელიც პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან  აშშ-ის გასვლას ითვალისწინებს,  ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კლიმატის შესახებ პარიზის საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას გულისხმობს.

პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის მაქსიმალურად გაზრდის ნავთობისა და გაზის წარმოებას.

„ჩვენ გვჭირდება რეაგირება. ცხადია, რომ ჩვენ, ევროკავშირმა, გავაკრიტიკეთ აშშ-ის გასვლა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯი, რადგან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა არის გლობალური  გამოწვევა და ჩვენ ეს ერთად უნდა დავძლიოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა.

ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.

„გასულ წელი იყო ყველაზე ცხელი წელი. მინდა, ვთხოვო ბატონ ტრამპს, ნახოს, როგორ გაუმკლავდება სანტა-ანას ძლიერ ქარს, რომელმაც გაანადგურა ლოს-ანჯელესი მას შემდეგ, რაც მან შეერთებული შტატები გაიყვანა საერთაშორისო შეთანხმებიდან. ახლა არა მხოლოდ პარიზის კლიმატის შეთანხმებასთან, არამედ ზოგიერთ სხვა წახალისებასთან, რომლებიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას, ევროკავშირი ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტონინო პიცულამ.

ტრამპის პირველმა ნაბიჯებმა უკვე გამოიწვია დებატები ევროკავშირში იმის შესახებ, თუ რა სახის რეაგირება უნდა მოჰყვეს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend