კატეგორიები

მექსიკის საზღვრიდან მიგრანტები აშშ-ში ვეღარ გადადიან

მექსიკის საზღვრიდან მიგრანტები აშშ-ში ვეღარ გადადიან
მეხიკოში გაურკვეველ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც  შეერთებულ შტატებში შესვლას გეგმავდა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სასაზღვრო აპლიკაცია, რომელიც მიგრანტებს შეერთებულ შტატებში შესვლის შესაძლებლობას აძლევდა, გათიშულია.

ამ აპლიკაციის საშუალებით უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება.

აპლიკაციით CBP One დღეში 1450 ადამიანს შეეძლო, კანონიერი გზით გადაეკვეთა შტატების საზღვარი. ახლა მიგრანტები იმედგაცრუებულები და დაბნეულები არიან, არც აპლიკაციაზე წვდომა აქვთ, დაგეგმილი შეხვედრებიც გაუქმებულია.

დონალდ ტრამპი გეგმავს მიგრანტების დეპორტაციას შეერთებული შტატებიდან.

მექსიკა აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლებს სთავაზობს, საქმის მოგვარებამდე დარჩნენ მექსიკაში, როგორც ამას აკეთებდნენ ტრამპის პირველი ვადის დროს.

„ერთ-ერთი საკითხი, რომლის წამოწევას ვაპირებთ, არის ის, რომ ამ აპლიკაციას ან სხვა აპლიკაციებს ჰქონდეთ მსგავსი სქემა, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრებზე ზეწოლას. აპლიკაციაში წვდომის ეს შესაძლებლობა ძალიან გვეხმარება, შეერთებული შტატების საზღვართან ავიცილოთ ქაოსი“, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა.

CBP One აპლიკაციამ 2023 წლის იანვრიდან მილიონ მიგრანტს მისცა  შეერთებულ შტატებში ორწლიანი ნებართვით მუშაობის შესაძლებლობა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები