17-19 იანვარს თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება, რაც საზოგადოებას სამოქალაქო თავისუფლების დაცვასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
სამდღიანი ჰაკათონის დეტალებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სტარტაპ ბიუროს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნია რესულიძემ ისაუბრა.