რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში გაწევრებისა და, შესაბამისად, სასაზღვრო შემოწმებების გაუქმების შემდეგ რუმინელი მძღოლები იაფი საწვავის შესაძენად მეზობელ ბულგარეთში გადადიან.
ეკონომისტები საწვავზე ფასის ზრდას რუმინეთის მთავრობის მიერ აქციზთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირებენ.
სამხრეთ რუმინეთიდან, ბუქარესტიდანაც კი, სულ უფრო მეტი მძღოლი გადადის ბულგარეთში, რათა ავზები უფრო იაფი საწვავით აავსონ. რუმინეთი და ბულგარეთი ოფიციალურად შენგენის ზონის წევრები 2025 წლის პირველი იანვრიდან გახდნენ. სასაზღვრო შემოწმების მოხსნამ გააადვილა ორ ქვეყანას შორის გადაადგილება.
ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ასე ბევრად უფრო მომგებიანია. იგი ავზის ასავსებად ბულგარეთში ბუქარესტიდან ჩავიდა. მისი თქმით, რუმინეთში ყველაფერი ძვირია. ბულგარეთში ბენზინი, ისევე როგორც დიზელი, საგრძნობლად იაფია. შედეგად, ისინი, ვინც დუნაის გადაკვეთს ავზის ასავსებად, 50 რუმინულ ლეიზე მეტს დაზოგავენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ განსხვავება ერთი ლეია. იგი 95-იან საწვავს ასხამს, რომელიც ბულგარეთში 7.4 ან 7.45 ლეი ღირს. ისინი ვარაუდობენ, რომ საკვებ პროდუქტზეც გაიზრდება ფასი.
რუმინეთში საწვავზე ფასი სტაბილურად იზრდება. ეკონომისტების თქმით, მაღალი ტარიფი მთავრობის მიერ საწვავზე აქციზის გაზრდის თაობაზე არაერთგზის მიღებული გადაწყვეტილების შედეგია.