მთავარიმსოფლიოPARADA-ს ახალი კოლექცია მამაკაცებისთვის

PARADA-ს ახალი კოლექცია მამაკაცებისთვის

მილანის მოდის კვირეულზე მოდის სახლმა ,,პრადამ“ მამაკაცებისთვის 2025-2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა.

ბრენდის შემოქმედებითმა დირექტორმა, რაფ სიმონსმა, ხელოვნური ბეწვის დეტალები გამოიყენა ქურთუკების საყელოებისთვის,  რითაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადამიანების ევოლუცია გამოქვაბულიდან დღემდე.

პრადას“ ახალ კოლექციაში ყურადღება ეთმობა კინემატოგრაფიულ მინიშნებებს. დასავლური შტრიხებია კოვბოის გახეხილი ჩექმები და ნაქსოვი ტანსაცმელი.

პრადას“ ახალ კოლექციაში წარმოდგენილია ვიწრო შარვლები და როკ-ენ როლის სტილის სამოსი. 2025 წლის ზამთრის კოლექციაში „პრადა “ მამაკაცებს  სვიტერებსა და თავისუფალ სტილს ურჩევს.

დიზაინერებმა განაცხადეს, რომ კოლექცია მიზნად ისახავს რთულ დროში ადამიანებისთვის იმედის ჩასახვას. ეს  ჩაგვრის მიმართ წინააღმდეგობის ერთგვარი ფორმაა.

რაფ სიმონსმა ყურადღება გაამახვილა იმ ადამიანების ბუნებაზე, რომლებიც ინსტინქტით, ჰუმანურობითა და რომანტიკით ცდილობენ ველურ ბუნებასთან დაპირისპირებას.

ნებისმიერი გემოვნების მამაკაცი „პრადას“ ახალ კოლექციაში სასურველ სამოსს აღმოაჩენს. აქ არის წარმოდგენილი თხელი მორგებული შარვლები, ქურთუკები, რომლებსაც ხელოვნური ბეწვისგან დამზადებული მოსახსნელი  საყელოები აქვს. კოლექციაში ასევე წარმოდგენილი იყო ჟილეტის მსგავსი სამოსიც.

პრადას“ 2025/26 წლის შემოდგომა-ზამთრის ახალმა კოლექციამ დამსწრე საზოგადოებისა და მოდის ექსპერტების მოწონება დაიმსახურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend