მთავარიკულტურა„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” - ლეგენდარული მიუზიკლის 25 წლის იუბილე

„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” – ლეგენდარული მიუზიკლის 25 წლის იუბილე

25 წელი გავიდა, რაც ლეგენდარული მიუზიკლის, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“, დებიუტი შედგა.

ამ დროის განმავლობაში წარმოდგენას პოპულარობა არ დაუკარგავს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის სცენიდან უამრავ მაყურებელს იზიდავს.

წელს ჩინეთში მაყურებლებმა უკვე მეასედ იხილეს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

„იმდენად მომწონს, რომ უკვე ექვსჯერ ვუყურე. შესანიშნავია, მაყურებელი აღფრთოვანებულია ამ წარმოდგენით“.

ლეგენდარული მიუზიკლის დებიუტი 1998 წლის 16 სექტემბერს პარიზში შედგა და ის სცენაზე აცოცხლებს ვიქტორ ჰიუგოს კლასიკურ რომანს, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსა“ და მის დაუვიწყარ პერსონაჟებს ზართა მრეკველ კვაზიმოდოსა და ულამაზეს ბოშა ქალს, ესმერალდას.

„გინესის რეკორდების წიგნის“ მიხედვით, „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ყველა დროის ყველაზე წარმატებული მიუზიკლია.

ახლაც, 25 წლის შემდეგაც, სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი მოუთმენლად ელის, იხილოს სცენაზე ჰიუგოს უკვდავი პერსონაჟები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend