რუსეთში ალექსეი ნავალნის ყოფილ ადვოკატებს პატიმრობა მიუსაჯეს. ვლადიმირის ოლქის ჰალაქ პეტუშკის სასამართლომ ციხეში გარდაცვლილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ყოფილი ადვოკატები ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპცერი და იგორ სერგუნინი „ექსტრემისტული“ გაერთიანების მონაწილეებად ცნო და 3,5-დან 5,5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. მათ აეკრძალათ საადვოკატო საქმიანობაც და გათავისუფლებიდან სამი წლის განმავლობაში.
Сегодня суд приговорил адвокатов Алексея к реальным срокам в колонии: Вадима Кобзева к 5 годам и 6 месяцам, Алексея Липцера к 5 годам, а Игоря Сергунина к 3 годам и 6 месяцам.
Вадим, Алексей и Игорь – политические заключенные и должны быть немедленно освобождены. pic.twitter.com/lbhow2ye3o
— Yulia Navalnaya (@yulia_navalnaya) January 17, 2025
ნავალნის ადვოკატები კოლონიიდან პოლიტიკოსის წერილების გამოტანისთვის გასამართლდნენ. სასამართლო პროკურატურას დაეთანხმა, რომ ალექსეი ნავალნი ადვოკატების დახმარებით „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულებას აგრძელებდა.
მანამდე რუსეთის მთავრობამ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“.
კობზევის, ლიპცერისა და სერგუნინის ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენი აბსურდულია და პოლიტიკურადაა მოტივირებული.
ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2024 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი ადვოკატები 2023 წლის ოქტომბერში დააკავეს.