მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ცნობით, 80 რუსული დრონიდან 58 გაანეიტრალეს

უკრაინის ცნობით, 80 რუსული დრონიდან 58 გაანეიტრალეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 80 რუსული დრონიდან 58 გაანეიტრალეს. 

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს უკრაინის დონეცკის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკისა და ხარკივის რეგიონებზე, დაიღუპა ორი ადამიანი, 19 კი დაიჭრა.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 21 დრონი, რომლებიც კიევისკენ მიფრინავდნენ, სპეციალური ელექტრონული საშუალებით მოიგერიეს. ამავდროულად, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ქიმიურ ქარხანას დაესხნენ თავს  დრონებით. ცეცხლი საწვავის ავზებს მოედო. რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასევე დრონებით მიიტანეს იერიში რუსეთის სარატოვის რეგიონზეც, სადაც ერთ-ერთი ინდუსტრიული დაწესებულება დაზიანდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ აუღია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend