მთავარიაზიაღაზაისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესია

ისრაელსა და „ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კვლავ იმართება. პროგრესი უკვე იგრძნობა. ბოლო ინფორმაციით, ორივე მხარის წარმომადგენლებმა თავიანთ ლიდერებს უნდა გააცნონ შეთანხმების საბოლოო ვარიანტი. შუამავლებს იმედი აქვთ, რომ მალე დასრულდება მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი ღაზის სექტორში და გატაცებულ ისრაელელ მძევლებსაც სახლში დააბრუნებენ.

ისრაელელები საპროტესტო აქციაზე „ჰამასის” მიერ დატყვევებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, თელ-ავივი, ისრაელი, 13 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Ohad Zwigenberg

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, შუამავლებმა ისრაელსა და „ჰამასს“ წარუდგინეს შეთანხმების საბოლოო ვარიანტი, რომელიც, მათი ვარაუდით, დაასრულებს მხარეებს შორის ომს.

გიდეონ საარის თქმით, ისრაელს სურს,  მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმოს. ისინი მუშაობენ ამერიკელ მეგობრებთან ერთად, რათა ეს შეთანხმება საბოლოოდ შედგეს. მალე გაირკვევა, რამდენად სურს იგივე მეორე მხარეს.

„ჰამასის“ ოფიციალური პირი ამბობს, რომ რამდენიმე საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მისი თქმით, ისრაელმა ვალდებულება უნდა აიღოს ომის დასრულებაზე, ასევე დასაზუსტებელია დეტალები როგორც ისრაელის ჯარების გაყვანასთან, ისე მძევლებისა და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend