კატეგორიები

კურსკში ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დააკავეს

კურსკში ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, კურსკში ორი ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის დაკავება ფხენიანის ომში მონაწილეობის უდავო მტკიცებულებაა.

ჯარისკაცები დაკითხვაზე კიევში გააგზავნეს.

არტემ დეხტიარენკოს თქმით, ერთ-ერთ მამაკაცს თან ჰქონდა რუსული სამხედრო პირადობის მოწმობა, რომელიც გაცემული იყო სხვა პირის სახელზე.

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაპატიმრებულია ორი მამაკაცი.

ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების დაკავება დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მათ უკვე დაკითხეს დაკავებულები კორეელი თარჯიმნების დახმარებით.

ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების უკრაინის ბრძოლის ველზე ყოფნა იმის დასტურია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს ვითარების ესკალაციისა და ომის გასახანგრძლივებლად.

ჯარისკაცების დაპატიმრებასთან დაკავშირებით ფხენიანს კომენტარი არ გაუკეთებია.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მასირებულ იერიშებს ლიბანზე სულ მცირე 182 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო ზავს პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ
სხვა ამბები