მთავარიკულტურაინდოეთში მსოფლიოს უდიდესი რელიგიური შეკრება

ინდოეთში მსოფლიოს უდიდესი რელიგიური შეკრება

მილიონობით ინდუისტი ქალაქ პრაიაგრაჯში წმინდა წყლებში ბანაობს – ინდოეთში მსოფლიოს უდიდესი რელიგიური შეკრება, კუმბა მელა, იწყება და ეს ისედაც მასშტაბური დღესასწაული, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება ხოლმე, ყოველ მეთორმეტე წელს კიდევ უფრო გრანდიოზულად აღინიშნება. 2025 წელს „დიდ კუმბა მელაში“ მონაწილეობისთვის დაახლოებით 400 მილიონ მომლოცველს ელიან.

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე შტატ უტარ-პრადეშში მომლოცველები სამი წმინდა მდინარის – განგის, ჯამნასა და მითიური სარასვატის შესართავთან იკრიბებიან, რათა ცოდვებისგან განიწმინდონ და „სულიერი გათავისუფლებისკენ“ ნაბიჯი გადადგან.

ინდუისტი მომლოცველები განგის, ჯამნასა და მითიური სარასვატის შესართავთან შეიკრიბნენ, ინდოეთი, 13 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Ashwini Bhatia

დღესასწაული ეყრდნობა ინდუისტურ მითოლოგიასა და ლეგენდას დემონებისა და ღმერთების შესახებ, რომლებიც უკვდავების ელექსირისთვის იბრძვიან. ლეგენდის თანახმად, ჩხუბისას დედამიწაზე ამ ელექსირის ოთხი წვეთი ინდოეთის ოთხ სხვადასხვა ქალაქში ეცემა. ამ ოთხ ქალაქში კუმბა მელას ფესტივალი მონაცვლეობით ტარდება.

მომდევნო 45 დღის განმავლობაში პრაიაგრაჯში 400 მილიონ მომლოცველს ელიან – ეს საგრძნობლად აღემატება ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის რაოდენობას და დაახლოებით 200-ჯერ მეტია, ვიდრე გასულ წელს მუსლიმურ წმინდა ქალაქებში, მექასა და მედინაში ჰაჯის ყოველწლიური პილიგრიმების რაოდენობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend