კატეგორიები

ეთერ თურაძე მზია ამაღლობელის დაკავებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ

ეთერ თურაძე მზია ამაღლობელის დაკავებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ

„ბათუმელების” რედაქტორი ეთერ თურაძე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს მზია ამაღლობელის დაკავების თაობაზე. ავტორიტეტიანი გამოცემის დამფუძნებელს ედავებიან სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეთერ თურაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი მიზანმიმართულად დააკავეს, რასაც რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან მუქარა თავად ეთერ თურაძის მიმართ. გამოცემა „ბათუმელების“ რედაქტორი ამბობს, რომ მედიის თავისუფლება ყოველდღე სულ უფრო მეტად იზღუდება.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები