საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული კიდევ რვა პირის სასამართლო სხდომა იმართება. დარბაზი ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად ადვოკატებმა დატოვეს.
ისინი აპროტესტებდნენ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებას, სხდომათა დარბაზის არ შეცვლის თაობაზე. დაკავებულები, მათი ადვოკატები და სხდომაზე მყოფები ამბობდნენ, რომ დარბაზი ძალიან პატარაა.
„აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ”, – მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა, რომელიც უჰაერობის გამო შეუძლოდ გახდა.
ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა განახლებულია.
ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა ედავება. გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებენ ბრალს.