აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ღრმად შემაშფოთებელია. მისი თქმით, ცხადი ერთიანობაა აშშ-ს, საფრანგეთსა და ბევრ სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც “საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინაშე დგანან.
“ჩვენ ვნახეთ ეს უკუსვლა, ვნახეთ მთავრობის ქმედებები საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. ვნახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ვნახეთ რეპრესიული ქმედებები მთავრობის მხრიდან იმ ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს ილაპარაკოს თავისუფლად, ღიად”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.