კატეგორიები

რუსეთმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანა
სამხრეთ უკრაინაში, რუსების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.

რუსული ძალებს, თითქმის სამი წლის განმავლობაში ხშირად მიაქვთ ავიაიერიშები მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ არეალებზე.

უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი კი განაგრძობს მოკავშირეებზე მოწოდებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„უკრაინისთვის მთავარია გაგრძელდეს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას მაინც, რომ ჩვენი ქალაქებსა და საზღვრებთან მოვიგერიოთ რუსული სამხედრო ავიაცია. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ჩვენი პარტნიორები შეასრულებენ იმ შეთანხმებებს, რომლებსაც ჩვენ უკვე დიდი ხანია განვიხილავთ“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი.

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტს უკვე ემსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

8 იანვარს უკრაინის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიში მიიტანეს საწვავის შესანახ საცავზე, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია დაწესებულებაში, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან რუსულ ავიაბაზას ამარაგებს.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები