კატეგორიები

ლოს-ანჯელესში ამ დრომდე ვერ აქრობენ გამანადგურებელ ხანძრებს

ლოს-ანჯელესში ამ დრომდე ვერ აქრობენ გამანადგურებელ ხანძრებს

ლოს-ანჯელესის ოლქში ხანძრის სულ მცირე ოთხი დიდი კერაა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 10 ადამიანი, მაგრამ, როგორც აცხადებენ, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დაუდგენელია.

ხანძრის გაჩენის შემდეგ ათიათასობით ადამიანმა საცხოვრებელი ადგილები დატოვა.

მეხანძრე ცდილობს სანაპიროზე მდგარი სახლის გადარჩენასა და ცეცხლის ჩაქრობას, მალიბუ, 9 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Jae C.Hong

განადგურებულია მთელი რიგი დასახლებები. 10,000-მდე ნაგებობა დაიწვა სანაპიროზე ხანძრის შედეგად.

მეხანძრე-მაშველები ამინდის გაუმჯობესებას არ ელოდებიან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პენტაგონი და კალიფორნიის შტატის ეროვნული გვარდიის ავიაცია და ცოცხალი ძალაა ჩართული. თუმცა ძლიერი ქარისა და რთული კლიმატური პირობების გამო გართულებულია ავიაციის მუშაობა.

ექსპერტების აზრით, ის, რაც ლოს-ანჯელესში ხდება, ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგია.

Related news
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
სხვა ამბები