კატეგორიები

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრას ამზადებენ

დონალდ ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრას ამზადებენ
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მასთან შეხვედრა სურს და ამ შეხვედრისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცესები დაწყებულია. 

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. განცხადება დონალდ ტრამპმა გუშინ ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან გააკეთა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არჩეული პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრის მზადყოფნას გამოხატავს. გასულ თვეში ტრამპმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს მასთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს, თუმცა ინაუგურაციამდე შეხვედრა, ტრამპის აზრით, სწორი არ იქნებოდა.

გუშინ პრესკონფერენცია ჩაატარა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ტრამპის მხრიდან დიალოგისთვის მზადყოფნას მხოლოდ მიესალმება, თუმცა მას ამერიკული მხარე ჯერჯერობით არ დაკავშირებია.

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგება.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები