მთავარიამერიკააშშაშშ-ში ზამთრის ქარბუქს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ზამთრის ქარბუქს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის რამდენიმე შტატში ძლიერი თოვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ზამთრის შტორმი, რომელიც აღწერილია როგორც ჩრდილოეთ პოლუსიდან წარმოშობილი პოლარული მორევი, სამხრეთის მიმართულებით დაიძრა.

აშშ-ის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ქარბუქის შედეგად მინიმუმ 60 მილიონი ადამიანია დაზარალებული.

სტიქიის შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. დიდთოვლობისა და ყინულის გამო რამდენიმე შტატში ძირითადი მაგისტრალები დაიხურა. დაიხურა სკოლები, ისევე როგორც საზოგადოებისთვის სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, მათ შორის სამთავრობო შენობები და კერძო ბიზნესი.

აეროპორტის თანამშრომელი თოვლისგან ასუფთავებს ტერიტორიას, სადაც თვითმფრინავები ჩერდებიან, აშშ, 6 იანვარი, 2025 წელი Copyright AP Photo/Charlie Riedel

აშშ-ში უამინდობის გამო გაუქმდა 2500-ზე მეტი შიდა და 6500-ზე მეტი საერთაშორისო რეისი.

შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდთოვლობა გაგრძელდება.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აშშ-ის რამდენიმე შტატში: მერილენდში, ვირჯინიაში, დასავლეთ ვირჯინიაში, კანზასში, კენტუკისა და არკანზასში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend