კატეგორიები

უკრაინის იერიში კურსკის ოლქში გრძელდება

უკრაინის იერიში კურსკის ოლქში გრძელდება

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციაში კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შესახებ ცნობები გაავრცელეს. 

ოფიციალური ცნობით, ერთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ამ მიმართულებაზე უკუაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 94 იერიში.

ამას გარდა, მოწინააღმდეგემ მართვადი საავიაციო ბომბებით  ცხრა დარტყმა მიიტანა უკრაინელ სამხედროებზე.

ასევე ერთ დღეში მოწინააღმდეგემ საარტილერიო საშუალებებით 372 ჯერ დაბომბა უკრაინული პოზიციების და დასახლებული პუნქტები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, კი განადგურებულია დამატებით 13 ჩრდილოკორეელი სამხედრო.

სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობის თანახმად, ჩრდილოკორეელ სამხედროებს იარაღთან ერთად ჰქონდათ ჩინურ-რუსული რადიოსადგური „აზარტი“ და დრონების დეტექტორი.

რთ-ერთს ჰქონდა სტანდარტული სამხედრო ბილეთისგან განსხვავებული მოწმობა. როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოდან დაიწყეს.

უკრაინამ მიზნად დაასახელა უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა სასაზღვრო რაიონების დასაცავად. 5 თვიანი საბრძოლო მოქმედებების დეტალები გაასაჯაროვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმაც.

„რუსეთის კურსკი ოლქში ოპერაციის დაწყებიდან 5 თვის განმავლობაში მოწინააღმდეგემ დაკარგა 38 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აქედან 15 ათასი დაღუპულია. კურსკის ოპერაცია მიზნად ისახავდა ბუფერული ზონის შექმნას ამ ოპერაციის გამო კრემლი იძულებული გახდა გადაეტანათ მნიშვნელოვანი რესურსები კურსკის ოლქში რის გამოც მათი პოზიციები ფრონტის სხვა მონაკვეთზე შესუსტდა… ასევე რუსეთი იძულებული გახდა სასწრაფო დახმარება ეთხოვა და ჩრდილოეთ კორეიდან 12 ათასი ჯარისკაცი მიეღო. მათგან 4 ათასი უკვე განადგურებულია. განადგურებულია ასევე 104 რუსული ტანკი, 575 საბრძოლო ჯავშანმანქანა. 330 საარტილერიო სისტემა, ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, სამხედრო საფრენი აპარატები, მათ შორის 859 რუსული დრონი“, – აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები