მთავარიაზიაისრაელიავტობუსს, რომელსაც ისრაელელები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს

ავტობუსს, რომელსაც ისრაელელები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს

ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომელსაც ისრაელელები გადაჰყავდა.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ორი 60 წლამდე ქალი და ერთი 40 წლამდე მამაკაცი. „ჰამასმა” გავრცელებულ განცხადებაში თავდამსხმელები შეაქო, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე მკვეთრადაა გაზრდილი ძალადობის შემთხვევები 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში დაწყებული ომის გამო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დასავლეთ სანაპიროზე 838 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ შურს იძიებს თავდამსხლემებსა და ყველა მათგანზე, ვინც მათ დაეხმარა. ის ამბობს, რომ არავის დაინდობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend