კატეგორიები

აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთობლივ სხდომაზე დაითვალეს. სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაუძღვა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ამ დღეს მნიშვნელოვანი უწოდა.

„აშშ-სთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ვგულისხმობ იმას, თუ რა უნდა იყოს ნორმა, ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი. ეს არის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.  დღეს მე გავაკეთე ის, რასაც მთელი ჩემი კარიერა მივუძღვენი – მხარი დავუჭირე და დავიცავი შეერთებული შტატების კონსტიტუცია, შევასრულე ჩემი კონსტიტუციური მოვალეობა და დავიცავი დადებული ფიცი“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.

5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა კამალა ჰარისმა 226 ხმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებზე პასუხად ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიშები
სხვა ამბები