ძლიერმა თოვამ და წვიმამ მთელ ევროპაში შეფერხებები გამოიწვია. განსაკუთრებით გერმანიაში, სადაც ექსტრემალურმა ამინდმა ტრანსპორტის გადაადგილება კვირას ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.
ფრანკფურტის აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ 120 რეისის გაუქმება მოუწიათ, ხოლო მიუნხენის აეროპორტში კი ერთის გარდა, ყველა ასაფრენი ბილიკი დახურეს.
გერმანიის ხელისუფლება ფეხით მოსიარულეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, ხოლო მძღოლებისთვის შესაბამის გამაფრთხილებელ საგზაო ნიშნებს განათავსებს.
ექსტრემალური ამინდია დიდ ბრიტანეთშიც, რის გამოც ინგლისისა და უელსის ჩრდილოეთში გადაადგილება შეუძლებელია. ძლიერი თოვის შესახებ აშშ-შიც იტყობინებიან.
გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიურმა ცენტრმა მოსალოდნელი ძლიერი თოვის შესახებ რვა გაფრთხილება გამოსცა, ხოლო ირლანდიის ხელისუფლებამ – ორი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამინდის გამო ირლანდიაში 30 000-მდე ბიზნესი და სახლი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.