კატეგორიები

მონტენეგროში პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ

მონტენეგროში პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობიდან  გადადგომას ითხოვენ
მონტენეგროში ათასობით  ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და პოლიციის მაღალჩინოსნების თანამდებობის პირების გადადგომა მოითხოვა. ქვეყანაში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალ წელს მასობრივი სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

მომიტინგეებმა საპროტესტო აქცია ქალაქ ცეტინიეში გამართეს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები სათანადოდ არ მუშაობენ.

ახალი წლის დღეებში სროლა, ბარში ჩხუბის შემდეგ დაიწყო. 45 წლის ადგილობრივი მამაკაცი იარაღის ასაღებად სახლში წავიდა, შემდეგ ბარში დაბრუნდა და ცეცხლი გახსნა.

მან ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლა, რვა სხვადასხვა ადგილზე, ბოლოს კი თავი მოიკლა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში სროლის პროგნოზირება შეუძლებელი იყო, თუმცა შეიარაღებული პირი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც აკო მარტინოვიჩი, წარსულში ნასამართლევი იყო ძალადობრივი ქცევისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის.

 

მონტენეგროს ხელისუფლება უკვე მუშაობს ახალ კანონზე, რომელიც მკაცრი ზომების მიღებას ითვალისწინებს იარაღის უკანონო შენახვასთან დაკავშირებით.

მონტენეგროში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ამოღებულია 20 იარაღი, 500-ზე მეტი ვაზნა, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება.

მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩიმ პირობა დადო, რომ დასჯის ყველას, ვინც ახალ კანონებს არ დაემორჩილება.

Related news
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები