კატეგორიები

აშშ ათწლეულის ყველაზე ცივი ზამთრის მოლოდინშია

აშშ ათწლეულის ყველაზე ცივი ზამთრის მოლოდინშია
60 მილიონზე მეტი ამერიკელი 30-ზე მეტ შტატში ელოდება ზამთრის უზარმაზარ ქარიშხალს, რომელმაც შეიძლება ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცივი ზამთარი გამოიწვიოს.

ჰაერის ცივმა მასებმა არქტიკიდან აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში გადმოინაცვლა, რაც ძლიერი თოვის გამომწვევი გახდება.

კენტუკის შტატში თოვლის საფარის სისქემ 20 სანტიმეტრს მიაღწია. აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახური შტორმის შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომელიც დეტალურად აღწერს შტორმის ამინდზე ზემოქმედებას.

ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა 5000 რეისი, ზოგიერთ შტატში შეწყდა სასწავლო პროცესი და დაიკეტა გზები.

მისურის შტატში 600 მძღოლი თოვლშია გაჭედილი და შტატის პოლიცია მათ გამოსვლაში ეხმარება. ვაშინგტონში საჯარო მოხელეთა უმეტესობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა ირანმა ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებზე პასუხად ქუვეითისა და ბაჰრეინის ტერიტორიაზე მიიტანა იერიშები
სხვა ამბები