კატეგორიები

აშშ ისრაელს 8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის

აშშ ისრაელს 8 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვის შესახებ.

2023 წლის 7 ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ღაზაში საომარი მოქმედებები დაიწყო, აშშ-მა 17 მილიარდი დოლარი გამოყო ისრაელის სამხედრო დახმარებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებენ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ომში დაღუპვის გამო.

 

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, 270-ზე მეტი დაიჭრა.

ომი დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, რომლის დროსაც დაიღუპა 1200 ადამიანი და 250 მძევლად აიყვანეს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზაში საომარი მოქმედებები დაიწყო,  დაიღუპა 45,500-ზე მეტი პალესტინელი,  რომელთა შორისაც არიან ქალები და ბავშვები.

მასშტაბური თავდასხმების გამო ღაზის სექტორში საავადმყოფოები გადატვირთულია.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შუამავლების მონაწილეობით კატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებები განახლდა.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები