მთავარიმსოფლიომოლდოვის ენერგოკრიზისი

მოლდოვის ენერგოკრიზისი

მოლდოვის მოსახლეობა რთული ზამთრის მოლოდინშია. წინასაახალწლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირველი იანვრიდან რუსეთის სახელმწიფო ენერგოგიგანტი კომპანია „გაზპრომი” აპირებს, ბუნებრივი აირი შეუჩეროს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას – მოლდოვას. მიზეზად დასახელდა დაგროვილი ვალი, რომელიც 709 მილიონ დოლარად შეაფასეს მოსკოვში.

მოლდოვის პოლიტიკური სპექტრი ამ გადაწყვეტილებას დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებს. რთული ზამთრის მოლოდინშია მოსახლეობაც.

„რთული ვითარებაა იმიტომ, რომ დღესასწაულია წინ.  მოსახლეობა სახლშია და  სრული მზადყოფნის პროცესია. ამ დროისთვის საშობაო განათება ანთებულია, თუმცა ელექტროენერგია და გათბობა ყველაზე მნიშვნელოვანია. გვეშინია, მაგრამ გვიხარია, რომ თოვლი არ არის და არც ისე დაბალი ტემპერატურაა. გათბობა შეიძლება მხოლოდ საღამოს დაგვჭირდეს, თუ ოფისში ვიმუშავებთ. მაგრამ მე სახლიდან ვმუშაობ და ეს პირდაპირ იმოქმედებს ჩემზე, რადგან მთელი დღე სახლში ვარ. ჩვენ გვქონია ამაზე უარესი კრიზისიც და როგორმე გადავლახავთ მას”, – ამბობს მოლდოვის მცხოვრები იულიანა.

ბრიტანული და ნორვეგიული აუდიტორული ფირმების მონაცემებით, მოლდოვის ვალი შეადგენს მხოლოდ 8.6 მილიონ დოლარს. გაზის შეწყვეტა გავლენას მოახდენს ელექტროსადგურების მუშაობაზეც, მათ შორის ქვეყნის უდიდეს სადგურზე, რომელიც სეპარატისტული, დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარეობს. ეს ელექტროსადგური მოლდოვის მნიშვნელოვან ნაწილს ამარაგებს ელექტროენერგიით.

„ვგრძნობ, რომ შევდივართ კრიზისში, რომლის მოგვარებაც ამ მომენტში ძალიან რთული იქნება და გამოსავალს ვერ ვხედავ და ეს მაწუხებს. გაძვირება ერთია, მაგრამ როცა გაზი საერთოდ არ არის, სულ სხვაა. არც გათბობა იქნება, არც ელექტროენერგია, ამიტომ ძალიან რთულ წელს შევდივართ“, – ამბობს პეტრუ მურზინი, მოლდოვის მცხოვრები.

მოლდოვას ენერგეტიკული პრობლემები რუსეთმა უკრაინაში შეჭრის დროსაც შეუქმნა. ომამდე ქვეყანა მთლიანად იყო დამოკიდებული მოსკოვზე და მას შემდეგ მოლდოვის ხელისუფლება ენერგეტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს. როგორც ხელისუფლება აცხადებს, კიშინევი ნებისმიერ ვითარებას გაუმკლავდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend