კატეგორიები

პუტინი უკრაინაში მშვიდობის დამყარების ტრამპის გუნდის გეგმაზე უარს ამბობს

პუტინი უკრაინაში მშვიდობის დამყარების ტრამპის გუნდის გეგმაზე უარს ამბობს
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უარყო წინადადება, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის მიერ უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით განიხილებოდა.

ორგანიზაციის თანახმად, ეს გეგმა უკრაინის ნატოში გაწევრების გადადებას, სულ მცირე, ათი წლით გულისხმობდა. ტრამპის აზრით, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის დასრულების ერთ-ერთი პირობა.

26 დეკემბერს, ჟურნალისტის მიმართვის საპასუხოდ – კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის გუნდის მიერ ნოემბრის დასაწყისში გავრცელებულ წინადადებაზე უკრაინის ნატოში გაწევრების 10-20 წლით გადადების თაობაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა უკრაინა ნატოში გაწევრიანდება „დღეს, ხვალ თუ 10 წელიწადში“.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ვლადიმერ პუტინი უარს აცხადებს კომპრომისზე. პუტინის მოთხოვნაა, რომ უკრაინა გახდეს ნეიტრალური სახელმწიფო, რომელიც არასდროს შეუერთდება ნატოს.

ამასთან, პუტინის სურვილი იყო, რომ უკრაინულ არმიას დაწესებოდა მკაცრი შეზღუდვები და გადამდგარიყო უკრაინის არჩეული მთავრობა.

Related news
„ვერავინ გაიმარჯვებს” – ირანის პოზიცია და მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები