მთავარიაზიაისრაელიისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა იემენის დედაქალაქ სანაზე საჰაერო იერიში მიიტანა

გუშინ, 26 დეკემბერს ისრაელმა იემენზე, კერძოდ, მეამბოხე ჰუსიტების მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სანასა და მის აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაცია ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც დაადასტურა.

იერიშის შედეგად დაიღუპა 3, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი. დაჯგუფების წარმომადგენელი თავდასხმას იემენელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებს.

საჰაერო იერიშის დროს აეროპორტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი, იმყოფებოდა.

 

 

„ხანუქის დღესასწაული დაიწყო. ამაღამ მეორე სანთელს ვანთებთ. დღეს მაკაბელთა შთამომავლობა აღორძინების ომშია. ცოტა ხნის წინ საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს იემენში ჰუსიტების ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტებზე როგორც სანაპირო ზოლზე, ისე ქალაქ სანაზე. გადავწყვიტეთ, ამოვძირკვოთ ირანის ბოროტების ფესვები და ამ საქმეს გავაგრძელებთ“, – ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ისრაელმა საჰაერო იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ოთხშაბათს იემენიდან გაუშვეს რაკეტა, რომელმაც ისრაელში სირენები გაააქტიურა. ამ კვირაში ეს უკვე მეოთხე შემთხვევა იყო.

რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემამ იქამდე ჩამოაგდო, სანამ ისრაელამდე მიაღწევდა. იემენში ჰუსიტების პოზიციებზე საჰაერო იერიში მიიტანა აშშ-მაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend