აზერბაიჯანის ავიახაზებმა ეკიპაჟის ხუთი წევრის ვინაობა გაასაჯაროვა. ესენი არიან პილოტები იგორ კშნიაკინი და ალექსანდრ კალიანინოვი და ბორტგამცილებლები ჰოკუმა ალიევა და ზულფუგარ ასადოვი.
ავიაკომპანიის ცნობით, ეკიპაჟის წევრებს შორის, 37 აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, 6 ყაზახეთის, 3 ყირგიზეთის, ხოლო 16 რუსეთის.
ავიაკატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც პილოტები ყაზახეთის ქალაქ აქტაუს მახლობლად ავარიულად დაშვებას ცდილობდნენ. 29 მგზავრი გადარჩა, 38 კი დაიღუპა.
აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა ევრონიუსს ექსკლუზიურად დაუდასტურეს, რომ კატასტროფა რუსულმა საჰაერო რაკეტამ გამოიწვია. მათივე ცნობით, თვითმფრინავს რაკეტა ქალაქ გროზნოსთან ესროლეს, მაშინ როცა დრონების თავდასხმის გამო ანტისარაკეტო სისტემა იყო გააქტიურებული. რაკეტის აფეთქების შემდეგ მისი ნამსხვრევები თვითმფრინავის კორპუსს მოხვდა.
We have updated our post on #J28243 to include local pressure (1025 hPa) altitude corrections for the ADS-B data. ADS-B data is only reported in Standard pressure (1013.25 hPa). https://t.co/ECZ3sHa1Zg pic.twitter.com/aQhMC3j9lf
— Flightradar24 (@flightradar24) December 26, 2024
სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს განუცხადეს, რომ მიუხედავად პილოტების არაერთი თხოვნისა დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის არცერთ აეროპორტში არ მისცეს დაშვების უფლება.
საბოლოოდ, ეკიპაჟს მოუწია კასპიის ზღვაზე, აქტაუს მიმართულებით აეღო გეზი.
მონაცემების მიხედვით, ზღვის თავზე ფრენის განმავლობაში ჩახშობილი იყო თვითმფრინავის სანავიგაციო სისტემები.
კაპიტანი კშნიაკინი, პირველი ოფიცერი კალიანინოვი და მთავარი ბორტგამცილებელი ალიევა ავარიულ დაშვების დროს დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დანარჩენი ორი ბორტგამცილებელი, ასადოვი და რაჰიმლი გადარჩნენ, თუმცა დაშავდნენ.
ალიევას ოჯახმა საინფორმაციო სააგენტო APA-სთან საუბარში განაცხადა, რომ იგი ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო. ალიევა აზრებაიჯანულ ავიახაზებში 2016 წლიდან მუშაობდა. ხოლო, სანამ ბორტგამცილებლობას გადაწყვეტდა, სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ალიევას ხმა ისმის მგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოში, სადაც იგი ეკიპაჟის დამშვიდებას ცდილობს.
„ის ბევრ ქვეყანაში იყო ნამყოფი და ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ გვეამაყა მისით. ერთხელ, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ მათი თვითმფრინავი კინაღამ ჩამოვარდა… ამჯერად კატასტროფა მართლა მოხდა და ჩემი ქალიშვილი ვერ გადარჩა“, – აცხადებს ალიევას ოჯახი.
აზერბაიჯანის ავიახაზების ცნობით, კაპიტან კშნიაკინს 15,000 საათზე მეტი ფრენის გამოცდილება ჰქონდა, აქედან 11 200, როგორც კაპიტანს.
მან და პირველმა ოფიცერმა კალიანინოვმა შესანიშნავი საფრენი უნარები გამოავლინეს, რადგან მოახერხეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაზე გადაეფრინათ და აქტაუს აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან, სულ რაღაც 3 კილომეტრის დაშორებით, ავარიულად დაშვებულიყვნენ.
ავარიის ადგილისა და თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლაზე დაყრდნობით ავიაციის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ Embraer 190-ის მარცხენა ჰორიზონტალური სტაბილიზატორი, როგორც ჩანს, ნამსხვრევებით იყო დაზიანებული. სწორედ ამიტომ დაკარგა კონტროლი თვითმფრინავმა ჰიდრავლიკური სისტემების დიდ ნაწილზე, მათ შორის, მართვაზე.
ექსპერტების მიერ გაანალიზებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პილოტები იძულებულნი იყვნენ თვითმფრინავის სიჩქარე შეეცვალათ, რამაც თვითმფრინავის არასტაბილური მოძრაობა გამოიწვია.
როგორც ჩანს, პილოტებს თვითმფრინავის რბილად დაშვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ და მოუწიათ ავარიულად დაშვება ეცადათ ისე, რომ თვითმფრინავი არ აფეთქებულიყო.
აზერბაიჯანის ავიახაზებმა ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ თვითმფრინავის ბოლო სრული ტექნიკური შემოწმება გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავმა Embraer 190-მა, რომელიც რეგისტრირებულია როგორც 4K-AZ65 და დამზადებულია 2013 წელს, 9 949 დაშვება შეასრულა და ავარიამდე დაახლოებით 15 257 საათი იფრინა.
