კატეგორიები

ევრაზიული კავშირის სამიტზე ნიკოლ ფაშინიანმა და ალექსანდრ ლუკაშენკამ იკამათეს

ევრაზიული კავშირის სამიტზე ნიკოლ ფაშინიანმა და ალექსანდრ ლუკაშენკამ იკამათეს

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური კავშირის სამიტის მიმდინარეობისას ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს შეეკამათნენ.

კამათის მიზეზი ევრაზიული კავშირის მომდევნო სამიტზე დასწრების საკითხი გახდა. ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც კოვიდ-19-ის ტესტის დადებითი პასუხის მიზეზით სამიტს დისტანციურად, ვიდეოჩართვით ესწრებოდა, ბელარუსის ლიდერს განუცხადა, რომ მომავალი წლის ეკონომიკურ ფორუმზე მინსკში არ ჩავიდოდა. ფაშინიანის განცხადების საპასუხოდ ალექსანდრ ლუკაშენკამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტებებიც მოსთხოვა.

ევრაზიული კავშირის ლიდერ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს. წელიწადზე მეტია, ერევანი მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობებისგან თავს იკავებს, თუმცა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილ ვიზიტამდე განაცხადა, რომ ევრაზიული კავშირიდან ქვეყნის გასვლა დღის წესრიგში არ ყოფილა.

დაკავშირებული ამბები
ლიბანსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები გარღვევის გარეშე დასრულდა, მხარეები ერთმანეთს 1 სექტემბერს შეხვდებიან იაპონელების ნაწილი სანაე ტაკაიჩის მთავრობის ახალ უსაფრთხოებით პოლიტიკას აპროტესტებს
სხვა ამბები