მთავარიმსოფლიოევროპაბალტიის ზღვაში ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა

ბალტიის ზღვაში ფინეთ-ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი დაზიანდა

ბალტიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის, Estlink 2-ის დაზიანების გამო ფინეთსა და ესტონეთს შორის ელექტროენერგიის გადაცემა შეწყდა.

ელექტროენერგიის ქსელური გადაცემის ფინური კომპანიის, Fingrid-ის ცნობით, მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ესტონეთის ქსელის კომპანიასა და ხელისუფლებასთან თანამშრომლობით გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომპანიაში არ გამორიცხავენ დივერსიასაც. ფინეთის მთავრობის განცხადებით, ინციდენტი ენერგომომარაგების შეზღუდვას არ გამოიწვევს. ფინური მედიის ცნობით, რაიონში, სადაც კაბელი დაზიანდა, სულ ორი, ჰონგ-კონგისა და კუკის კუნძულების დროშით მცურავი გემები იმყოფებოდნენ.

ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა ბალტიის ზღვაში. 17 ნოემბერს შვედეთისა და ფინეთის, ხოლო 18 ნოემბერს გერმანიისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელიც დაზიანდა.

18 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე ჩინური გემი იმყოფებოდა, რომლის კაპიტანიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend