უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საშობაო მილოცვა გაავრცელა.
თავის მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ საკუთარ მიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს და ცაზე რუსული რაკეტების ნაცვლად, საშობაო ვარსკვლავი ანათებდეს.
უკრაინა უკვე მეორე წელია შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
For the second time, we celebrate Christmas on the same date as one big family, one country. For the second time in modern history, Christmas unites all Ukrainians. Today, we stand side by side. And we will not be lost. Whether in person or in our minds, we will greet each other,… pic.twitter.com/MMHXBbZCek
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 24, 2024
“დღეს განსაკუთრებული დღეა. ეს უკვე მესამე შობაა, მას შემდეგ რაც ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ომი მიმდინარეობს. ჩვენი დიდი უკრაინული ოჯახი ისე მაინც ვერ აღნიშნავს ამ დღესასწაულს, როგორც ჩვენ გვსურს.
ჩვენ გვინდა, რომ უბრალოდ წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ საკუთარ მიწაზე და ცაზე რუსული რაკეტების ნაცვლად, საშობაო ვარსკვლავი ანათებდეს. მართალია ისინი ქრისტიანები არიან, თუმცა მათი ქცევებიდან გამომდინარე, ღმერთთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
ჩვენ უკვე მეორე წელია რაც შობას 25 დეკემბერს აღვნიშნავთ. უკრაინელები ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყოველთვის ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავარ.”-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.