კატეგორიები

რუსეთი მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე პლაცდარმის დაკავებას ცდილობს

რუსეთი მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე პლაცდარმის დაკავებას ცდილობს

უკრაინელი სამხედროების თქმით, რუსული ძალები ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე, პლაცდარმის დაკავებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პირდაპირი მინიშნება რუსული ძალების მიერ ხერსონის შტურმით აღებასთან დაკავშირებით, უკრაინული მხარე მაინც  ემზადება მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის.

იმ დროს, როდესაც რუსები სტაბილურად მიიწევენ წინ, შეერთებულმა შტატებმა დამატებით 250 მილიონი დოლარი გამოუყო უკრაინას რაკეტების წარმოებისთვის. იტალიამაც მზადყოფნა გამოთქვა, 2025 წელსაც გააგრძელოს კიევის დახმარება.

ამავდროულად, უკრაინამ მსოფლიო ბანკის DPL პროგრამის ფარგლებში მილიარდი დოლარი მიიღო გაერთიანებული სამეფოდან და იაპონიიდან. ეს თანხა არა სამხედრო მიზნებს, არამედ კიევის სოციალური და ჰუმანიტარული სფეროების გაძლიერებას მოხმარდება.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, უკრაინამ დრონებით მიიტანა იერიში როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოზე, სადაც ერთ-ერთი სამხედრო ავიაბაზა მდებარეობს.

დაკავშირებული ამბები
90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში, წელს უკრაინა ევროკავშირისგან 45 მილიარდ ევროს მიიღებს ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული
სხვა ამბები