კატეგორიები

ცხენოსნობა, როგორც თერაპიული მიდგომა

ცხენოსნობა, როგორც თერაპიული მიდგომა
პაწაწინა ცხენებს განსაკუთრებული სამუშაო აქვთ, ისინი ბედნიერებას ანიჭებენ ათენში მცხოვრებლებს. ცხოველების მეშვეობით ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ყველა ასაკის ადამიანს საავადმყოფოებში, სკოლებში, სარეაბილიტაციო ცენტრებსა თუ თავშესაფრებში.

„ნებისმიერ ადგილას, სადაც პაციენტები მათთვის რთულ გარემოში არიან, ვანიჭებთ სიხარულს და ვაძლევთ ძალას, რომ გარკვეული შიში და ფსიქიკური, სტრესული მდგომარეობა დაძლიონ. ჩვენ წარმატებას ვაღწევთ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს“, – ამბობს მინა კარაგიანი, საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორი.

Thanassis Stavrakis/Copyright 2024 The AP. All rights reserved

ომიროსი ერთ-ერთი პონია, რომელიც ერთ-ერთ თავშესაფარში მიჰყავთ, სადაც ის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ფსიქიკური დაავადებებით იტანჯებიან. თანამშრომლები ამბობენ, რომ პაციენტების ცხენებთან კონტაქტი მკურნალობის შეუდარებელი მეთოდია.

„არსებობს თერაპიული მიდგომა, როგორიცაა ცხენოსნობა. ცხოველებთან კონტაქტს შინაური ცხოველების თერაპია ეწოდება, ალბათ გსმენიათ ამის შესახებ, ეს ყველასთვის ცნობილია, რადგან ცხოველებთან ახლოს ყოფნა გვამშვიდებს და ცოტა ხნით მაინც ვგრძნობთ შვებას“, – ამბობს ალექს კროკიდასი, სოციალური მუშაკი და ცენტრის მენეჯერი.

Thanassis Stavrakis/Copyright 2024 The AP. All rights reserved

ცხენს ორი წლის განმავლობაში წვრთნიან იმისთვის, რათა შესაბამის შედეგს მიაღწიონ სტრესის ქვეშ მყოფ თუ სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანთა მკურნალობის დროს.

Related news
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კუბისთვისაც მოიცლის“ აშშ აცხადებს, რომ „ეპიკური რისხვის“ პირველი დღეები „ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო“
სხვა ამბები