სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა მას შემდეგ, რაც იგი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.
როგორც კრემლმა განმარტა სლოვაკეთისა და რუსეთის ლიდერებმა მსოფლიოში არსებული პოლიტიკური ვითარება და რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხები განიხილეს. მოულოდნელ ვიზიტს საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, სლოვაკეთის პრემიერი პუტინს ფულის გამომუშავებაში ეხმარება, რათა გაგრძელდეს ომი მისი ქვეყნის წინააღმდეგ. ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ფიცომ უარი თქვა იმ კომპენსაციაზე, რომელიც რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად იყო შემოთავაზებული.
It is worth noting that after their meeting in Moscow, Fico and Putin did not issue joint statements or respond to media questions. They simply cannot say publicly anything about what they discussed in the meeting. They are afraid of the public’s reaction.
Moscow provides…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 23, 2024
უკრაინის ლიდერის განმარტებით, ფიცოს უარი იმის მანიშნებელია, რომ მას პირადი ინტერესი აქვს რუსულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით. ეს კი მისი შეფასებით, აჩენს კითხვებს, ხომ არ არის იგი კრემლის მიერ მოსყიდული.
ფიცო გააკრიტიკეს ქვეყნის შიგნითაც. კერძოდ, სლოვაკეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, მიხალ შიმეჩკამ, რომელიც სათავეში უდგას სლოვაკეთის პროგრესულ პარტიას. მან რობერტ ფიცოს ქვეყნის სირცხვილი უწოდა და თქვა, რომ სლოვაკეთის ლიდერი საკუთარი მიზნების გამო მუდმივად აშორებს ქვეყანას ევროპას.