მთავარიმსოფლიოხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

რუსული სატვირთო გემი ბორტზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციური კრიზისული ცენტრის დეპარტამენტი ავრცელებს.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს, ხოლო ეკიპაჟის კიდევ 2 წევრი დაკარგულად მიიჩნევა.

გემი დატვირთული იყო მძიმე ტექნიკით და რუსეთის აღმოსავლეთით, ვლადივოსტოკის პორტში მიემგზავრებოდა. გემის მფლობელი გადამზიდავი კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და მას ევალებოდა ისეთი მასალების ტრანსპორტირება, როგორებიცაა რაკეტები და ტანკები. თუმცა გემის მფლობელი კომპანია ამტკიცებს, რომ მას გადაჰქონდა პორტის ამწეები და სხვა მასალები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, კრემლმა გემი გაგზავნა ხმელთაშუა ზღვაში. მოსკოვს სურდა ბაშარ ალ-ასადის დაცემის შემდეგ იარაღი და სამხედრო პერსონალი დაებრუნებინა სირიის პორტ ტარტუსიდან, რომელსაც თავად მართავს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:56

დაკარგული ანგელოზები

spot_imgspot_img
Send this to a friend