მთავარიმსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

დღეს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის სამიტი, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება რუსეთის ომი უკრაინაში.

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, ალიანსი სხვადასხვა გზას განიხილავს, რათა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს უკრაინას უფრო ძლიერი პოზიციები ჰქონდეს. ამის შესახებ განცხადება ალიანსის ხელმძღვანელმა 18 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებთან ერთად გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა, პრეზიდენტი ზელენსკი და მისი გუნდის წევრები იყვნენ საუკეთესო ფორმაში იმ დღისთვის, როცა ისინი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას გადაწყვეტენ“, – თქვა მარკ რუტემ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ერთიანი პოზიციისა და მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების აუცილებლობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ორი დღე ბრიუსელში მაქსიმალურად გამოვიყენოთ, შევხვდეთ ყველა პარტნიორს და ევროკავშირის წევრების არა ცალკეული, არამედ ერთიანი პოზიცია მოვისმინოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღევანდელ სამიტზე განიხილავენ რუსეთის ომს უკრაინაში და ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხებს. სამიტის წინ ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც შეხვდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend